სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ და დენმა დაარტყათ - ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100