სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობა მიმდინარეობს. მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთვარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს აღავლენს.

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით, 100 000 მოწამის ხსენების დღე საყოველთაო ლოცვითი მსვლელობითა და მტკვარში ყვავილების ჩაყრით უკვე მეოთხე წელია, აღინიშნება.

ასი ათასი თბილისელი მართლმადიდებლობისთვის XIII საუკუნეში, ჯალალ ედ დინის შემოსევისას ეწამა. 1926 წლის 9 მარტს ხვარაზმელთა სულთანი საქართველოს დედაქალაქს თავს მოულოდნელად დაესხა. თბილისელი სპარსების მეშვეობით მონღოლებმა დედაქალაქის აღება შეძლეს. ჯალალ ედ დინმა ყველა ქრისტიანის გამაჰმადიანება გადაწყვიტა. მან სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მოატანინა, მეტეხის ხიდზე დაადებინა და ხალხს მათზე ფეხის დადგმა და მართლმადიდებლობის უარყოფა მოსთხოვა. 100 000 ადამიანს, რომლებმაც ხატების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს, თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100