ბათუმის სამშობიაროში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

როგორც სამშობიარო სახლში აცხადებენ, ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო, ასევე იზოლირებული იქნებიან ინფიცირებული პაციენტების ახალშობილებიც.

„7 ფეხმძიმე გვყავს კლინიკაში მოთავსებული, მათ მდგომარეობა არის სტაბილური, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხმძიმე ქალბატონები გუშინ და დღეს შემოიყვანეს. სულ შეგვიძლია 22 პაციენტის მიღება”,- აცხადებს სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა.

დღეიდან კოვიდინფიცირებული ორსულები ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში განთავსდებიან. სამშობიაროს სულ 22 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია.

კომენტარი