„ეს დღეს დილით მოხდა და თავის ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა“ - „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი გარდაიცვალა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი დიანა რიგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი ავრცელებს.

„ის დღეს დილით გარდაიცვალა და თავის ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა“ - განაცხადა მსახიობის აგენტმა.

დიანა ცნობილი იყო ემა ფილის პერსონაჟით 1965-68 წლების სერიალში „შურისმაძიებლები“, ასევე ჯეიმს ბონდის ცოლის როლში 1969 წელს, ფილმ „მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში“.

კომენტარი