სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია..." - ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი და მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების დეტალებზე საუბრობს

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი და მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების დეტალებს იხსენებს:

„ჩემი მთავარი სიმპტომი უსიმპტომობა იყო. როცა დამირეკეს და მითხრეს დადებითი ხარო, პირველი რეაქცია ასეთი იყო: „მაშაყირებთ?“ არა, გოგონა, როგორ გეკადრებათ, უნდა გადაგიყვანოთ თქვენ და თქვენი ქმარიო.

ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია: სიცხემ როგორც კი მისცა (სამსახურში ვიყავი და დამირეკა), ტესტი ეგრევე გაიკეთა და ჩაჯდა იზოლაციაში, პასუხის მოლოდინში. იმ დღეს მეც ბოლოჯერ ვიყავი სამსახურში და მეორე დღეს უკვე ტესტი მეც დამიდასტურდა. პასუხი იყო: „სუსტად დადებითი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ახალდაწყებულო იყო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არც სიცხე. არც ხველა. თავის წამოტკიებაც კი არა. ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი.

დადებითი როგორც კი ამოგვივარდა წავედით ბოჭორიშვილში. ლევანისთვის მეორე დღე იყო. ჩემთვის – პირველი. ლევანს ქონდა მაღალი სიცხე (ეს იყო მისი პირველი სიმპტომი), ხველა (არა მშრალი, რის გამოც სასწრაფომ უთხრა არ ვფიქრობთ კორონა იყოსო); და ყელის ტკივილი. ხოლო მე არაფერი არ მჭირდა.

უკვე დღეს (ჩემი მეორე დღე) ვიგრძენი ღიტინი ყელში. თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი, რის გამოც ვახველებ. ლევანს (მისთვის მესამე დღეა) აქვს ხველა, სიცხე უფრო დაბალი, აღარ ტკივა ყელი, და უფრო მხნედ გრძნობს თავს.

კომპიუტერის პასუხს ველოდებით, ფილტვების. მკურნალობა არაფერი განსაკუთრებული ჯერ: გაგვიკეთეს ნატრიუმი და ვიტამინები ფრაქსიპალინის ნემსი, გამათხიერებელი, რაც სტანდარტულად კეთდება. გადასხმები, და განმეორებითი ტესტი“, – წერს ინფიცირებული ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100