სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქის კურთხევა იყო ასეთი – როგორია შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთა მდგომარეობა?

შატილის ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

ამჟამად დაშავებული სამი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურია. სამივე მათგანი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა.

საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით კლინიკას სტუმრობს ხოლმე სასულიერო პირი, რომელიც დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის ლოცვებს აღავლენს.

როგორც ერთ-ერთი დაშავებულის, 33 წლის თამარ არღვლიანის ოჯახის წევრი გვიყვება, ამჟამად დაშავებულთა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„თამუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, გამოვიდა მდგომარეობიდან, ჯერ ვერ საუბრობს ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა კონტაქტურია.

თამუნას და სხვა გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა ლოცვის ძალით და ექიმების დიდი დამსახურებით“.

„ღვთის წყალობით, თამუნა გადარჩა, ალბათ თვითონვე მოახერხა ვინაობის თქმა, რადგან როდესაც გადმოჰყავდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადმოგვცეს, მისი სახელი და გვარი, რომ გადარჩენილებს შორის იყო. ასე დაუკავშირდნენ ოაჯხის წევრებს“, – ამბობს გადარჩენილი გოგოს ოჯახის წევრი.

„ხშირად არ მოგზაურობდა, ერთხელ წავიდა და ასეთი საბედისწერო აღმოჩნდა. მისი საქმიანობის შესახებ ცნობილია. „სისაურების“ ნახევარფაბრიკატების საწარმოში მუშაობდა. დაოჯახებული არ არის. ახლა მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, როგორც უკვე გითხარით ახალი ნაოპერაციებია, ჯერ საუბარი არ შეუძლია, სანამ ფორმაში არ ჩადგება სახე,- ამას სჭირდება დაახლოებით 20-25 დღე. მისი სიცოცხლე ექიმებზე გვაქვს მინდობილი“, – ამბობს თამუნა არღვნიალის ოჯახის წევრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100