სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩინოში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

აჩინოში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის ანზორ შეროზიას ინფორმაციით, ტრაქტორზე მეზობლები ისხდნენ და ისინი თხილნარში მეზობლის დასახმარებლად მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაქტორი გადაბრუნდა და ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100