სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტომობილი ბელიაშვილზე ერთ-ერთი კომპანიის კურიერს დაეჯახა

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი მოტოციკლით მიმავალ მამაკაცს დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის კურიერია, დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

41 წლის მამაკაცს აქვს ფეხის ტრავმა და სხვა ზედაპირული დაზიანებები.

მანქანის მგზავრების ინფორმაციით, მოტოციკლმა მათ გზა გადაუჭრა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100