თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება

თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამაშველო და სამძებრო სამუშაო ისევ მიმდინარეობს.

თავდაპირველად, სტიქია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, გირესუნის პროვინციაში იყო, თუმცა ერდოღანის თქმით, წყალდიდობაა მეზობელ პროვინციებშიც, დაზარალდა რიზე და ტრაბზონი.

კომენტარი