"ბაჩალიაშვილის ცხედრის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება"

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში, აღნიშნულია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი გამოჩნდა.

"ბაჩალიაშვილის ცხედრის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული", - წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში, რომელიც "ფორმულამ მოიპოვა.

ბაჩალიაშილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დასკვნაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები წერია, რომელსაც ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად იღებდეს.

"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით უნდა გარკვეულიყო რა ნივთიერებები ჰქონდა მიღებული, ნარკოტიკი თუ იყო მის ორგანიზმში, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური, ალკოჰოლური ნივთიერებები.

შუალედური ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მას აღწერილი აქვს სხვადსხვა ნივთიერება, სხვადასხვა დასახელების პრეპარატი, ოღონ არა იმ რაოდენობის, რაც შუალედურში არ არის მითითებული, ეს იქნება საბოლოო დასკვნაში.

დასკვნაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები წერია, რომელსაც ადმიანი შეიძლება ყოველდღიურად იღებდეს.

შეეძლო თუა არა ამ წამლებს გამოეწვია გარდაცვალება, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარი