" ჩვენების გამოქვეყნების უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა" - ამირხანაშვილის სკანდალური ჩვენება და პროკურორის განცხადება

შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის ხმაურიოანი ჩვენება - რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს.

"ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ"- უთხრა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მედიას.

„გურამ ამირხანაშვილის მიერ ყველა ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ ამ პიროვნების მიერ. რაც შეეხება ბოლო ჩვენევის გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

მედიაში გამოქვეყნებული ჩვენების მიხედვით, გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

კომენტარი