სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი.

stopcov.ge-ზე ​გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100