სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 წლის წარმატებული სპორტსმენი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა დილით ქალაქ ნიურნბერგთან ახლოს მოხდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი მანქანით ვარჯიშზე მიდიოდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს შეეჯახა. საავადმყოფო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით არის, ამიტომ გერმანელი მრბოლელი კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რიდმანი კარიერის საწყის ეტაპზე Auto Eder Bayern-ის ველოსპორტის 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100