კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი, 1 გაჩიანის წყარო, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი

კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 გაჩიანის წყაროა და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

„დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და სულ არის 1168 დადასტურებული შემთხვევა. 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახლა გახლავთ 940 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 249 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 80.5%. 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 5 არის შემოტანილი, აქედან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ გაჩიანის წყარო. კიდევ 1 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 1 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენთან გუშინ სულ იყო 42 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა ჩვენთან მკურნალობს 41 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი