სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კოლეგა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა" - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

სამეგრელოში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი შსს-ს თანამშრომელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა" - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100