ტყეში დაკარგული რუსი ოლიმპიური ჩემპიონი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ტყეში დაკარგული რუსი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ალექსანდრ ივანიცკი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

82 წლის ვეტერანი სპორტსმენის დაკარგვის შესახებ სამართალდამცველებს მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა აცნობეს და საბოლოოდ, პოლიციამ დაადგინა, რომ ყოფილი მოჭიდავე მდინარეში დაიხრჩო.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ივანიცკი ოლიმპიური ჩემპიონი 1964 წელს გახდა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კი ოთხჯერ, 1962, 1963, 1965 და 1966 წლებში მოიპოვა.

კომენტარი