რა მისწერა ფოტოგრაფმა საბედისწერო წვეულებაზე მყოფ არასრულწლოვანს ტრაგედიის ღამეს

გიორგი შაქარაშვილის საქმე - საქმის მასალებში იაკობ ბრეგვაძის მიმოწერა დევს, სადაც ფოტოგრაფი საბედისწერო დაბადების დღის არასრულწლოვან სტუმარს უყვება, როგორ დაესხნენ მას თავს.

ბრეგვაძე მიმოწერაში ამბობს, რომ ნახალოვკელებმა საბურთალოელებს საქმის გასარკვევად შეხვედრა საბედისწერო ღამის მეორე დღეს დაუთქვეს, ნომრები ჩაიწერეს, თუმცა ვითარება როგორც ჩანს შეიცვალა და იმ დღესვე გაუსწორდნენ.

"ჩხუბი ვისთანაც მოუვიდათ ტიპებს, ეგ ტიპები მოვიდნენ ჩვენთან, როცა ვიდექით და ტაქსის ველოდებოდით. ორი ტიპი მოვიდა, გვითხრა თქვენ ნომერს ჩავიწერთ და ხვალ დავილაპარაკოთო. მე რომ ფეხით, თბილისისკენ წამოვედი, ტაქსი არ მოდიოდა იქ... ესენი უკან მოგვყვებოდნენ. ამათმა თურმე გადარეკ-გადმორეკეს. მანქანა მოვიდა, გადმოვიდა ერთი ხუთი კაცი, რკინის რაღაცები ეჭირათ, გადმოვიდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ყველა გავიქეცით იქით-აქეთ. მე რაღაც ღობეზე გადავხტი და დავიმალე, ისე რომ ვაფშე ვერ მიხვდნენ სად დავიმალე... როცა მორჩა ყველაფერი გავედი მე. დავურეკე ბარბარეს ნომერი მოეცა ვისთან ერთადაც ვიყავი, ნომერი არ მოუცია, ვერ დავუკავშირრდი იმათ ვაფშე... მე არაფერი არ ვიცი, მარიამს დაურეკე, მე ახლა მივდივარ სახლში" - ამბობს ხმოვან შეტყობინებაში ფოტოგრაფი.

კომენტარი