აი, რას წერს გიორგი შაქარაშვილის დედა გარდაცვლილ შვილზე

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს. გამოქვეყნებული სურათის ქვემოთ შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა კომენტარი დატოვა: „ჩემი უნაკლო“.

როგორც წესი, შაქარაშვილის დედა საჯაროდ კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. მის მიმართ უცნობმა ადამიანებმა თანაგრძნობა გამოხატეს და კომენტარების საშუალებით სამძიმარს უცხადებენ. სრულიად უცხო ადამიანები თამუნა შალვაშვილის გამხნევებას ცდილობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გაზრდილი შვილი საამაყო იყო.

კომენტარი