სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი, რომელიც მათ პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა

საფრანგეთში მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

ინციდენტი ქალაქ ბაიონაში 5 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის მძღოლმა ავტობუსში ასულ 5 ადამიანს პირბადის გაკეთბისკენ მოუწოდა, თუმცა მგზავრებმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

უგონოდ მყოფი მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხუთივე მგზავრს ბრალი წარედგინა, მათი სახელები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ბაიონას მერმა, კლოდ ოლივამ თავდასხმას „ბარბაროსული“ უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქის მერია ავტობუსების მძღოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უკვე მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100