სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

„ფიატის“ მარკისა და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად დღეს დილით თბილისში სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ფონიჭალის ტერიტორიაზე „ფიატი“ გზის საპირისპირო ზოლზე გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა.

„ფიატის“ სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ამ დრომდე ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

წინასწარი ვერსიით, „ფიატის“ მძღოლმა წინ მიმავალი მანქანის გასწრება გადაწყვიტა და ვერ შეამჩნია სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საპირისპირო მხრიდან მოდიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100