ლაგოდეხში კაცს დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და მუცლის არეში მიაყენეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. 50 წლამდე კაცს დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და მუცლის არეში მიაყენეს.

დაჭრილს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი