მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი რამდენიმე დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს - მას ფეხსაცმელი არ ეცვა იქ, სადაც ტემპერატურა ღამით 0 გრადუსია

ავსტრალიაში მაშველებმა მთებში დაკარგული ბიჭი გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 14 წლის უილიამ ლაჰაგანი მშობლებთან ერთად ვიქტორიის შტატში, მაუნტ დისაპოინტმენტის პარკში სეირნობისას დაიკარგა. ბავშვის მშობლები შიშობდნენ, რომ მისი პოვნა რთული იქნებოდა, რადგან მოზარდს ვერბალური აუტიზმი აქვს და არ ლაპარაკობს.

მაშველებმა ბიჭი 2 დღის შემდეგ იპოვეს. ის ბილიკიდან 10 წუთის გზაზე იდგა და ფეხსაცმელი არ ეცვა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას წყალი, საკვები ან თავშესაფარი. ამასთან, 2 ღამის განმავლობაში ადგილზე ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსს უახლოვდებოდა.

მშობლების ცნობით, ახლა უილიამი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარი