რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტი გარდაიცვალა

რუსეთში COVID19-ით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი, 500 კი ინფიცირებულია. ამის შესახებ კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 423 741 შემთხვევაა გამოვლენილი. COVID19-მა უკვე იმსხვერპლა 5 037 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 186 985.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი