სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ცენტრში ყვავი 5 ქალს თავს დაესხა – დაშავებულები საავადმყოფოში გახდნენ გადასაყვანი

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი 5 ქალს თავს დაესხა. დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღისით მოხდა. ინციდენტს ადასტურებენ კლინიკის პრესცენტრშიც

„5 ქალს დაესხა ყვავი თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალის“ მიმღებში მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ ბინაზე“, – ამბობენ კლინიკაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100