სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერს ეკუთვნის

დღეს დილით 43 პაციენტია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, 29 პირს დადასტურებული აქვს კორონავირუსი და მათგან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო 4 ბოლნისის კლასტერიდან.

„გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და აქედან 4 პაციენტს ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო 7 პაციენტი გადმოვიდა სხვა კლინიკებიდან დადასტურებული დიაგნოზით. აღნიშნული 7 პაციენტი საბურთალოს კლასტერს განეკუთნება, ხოლო 4 - ბოლნისის კლასტერიდანაა. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან იგი დატვირთული ანამნეზით არის, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი კვლევაში ჩართვას ელოდება“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100