სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ჩამოთვლილ მაღაზიებში ვერ შეძლებთ გასახდელი ოთახებით სარგებლობას

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. მომხმარებელი გასახდელი ოთახებით ვერ ისარგებლებენ ზარაში, ბერშკაში, მასიმო დუტისა და კიდევ რამდენიმე მაღაზიაში.

კომპანია რითეილ გრუპ ჯორჯიას დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ზომები პანდემიის დროს უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.

რითეილ გრუპ ჯორჯიას მფლობელობაშია ზარა, ბერშკა, მასიმო დუტი, მანგო, მარკს ენდ სპენსერი, გეპი და ა.შ. კომპანია თბილისში 6-მაღაზიას ფლობს.

რეზო მაღალაშვილის თქმით, გასახდელი ოთახები და მაღალი რისკის ზონებად მიიჩნევა და მათი დროებით გაუქმება სწორედ ამიტომ გახდა საჭირომ

"ჩვენ საერთაშორისო კომპანი ვართ 11 ქვეყანაში ვოპერირებთ და 9-ში უკვე გავიხსენით. დაგვიგროვდა გამოცდილება პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნასთან ერთად, როგორ დავიწყეთ ოპერირება. გადავწყვიტეთ, ზოგიერთი რამ აქ გადმოვიღოთ. გარდა იმ რეგულაციებისა, რაც სახელმწიფომ გამოაქვეყნა და რომლის 100 პროცენტს ვაკმაყოფილებთ, დამატებით გადავწყვიტეთ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გავაუქმოთ დროებით გასახდელები", - აღნიშნა მან.

მაღალაშვილის თქმით, მომხმარებელს ტანსაცმლის დაბრუნების ან გადაცვლის ვადაც სამი დღიდან ერთ კვირამდე გაიზრდება. ამასთან, დაბრუნებული ტანსაცმელი ცალკე მოთავსდება, სადაც დეზინფექცია ჩაუტარდება და დახლზე 48 საათში დაბრუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100