სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

უკრაინაში კორონავირუსით 19 წლის პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ინავო-ფრანკოვოს მერის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსლან მარცინკივის ინფორმაციით, 19 წლის გოგო ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით 439 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 16 425-ს აღწევს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 14 და ინფიცირების 402 ახალი შემთხვევაა აღრიცხული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100