გარდაიცვალა ქალი, რომელსაც სავარაუდოდ ინფიცირებულმა კაცმა შეაფურთხა

დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ლონდონში, ვიქტორიას სადგურზე მუშაობდა და რომელსაც უცხო ადამიანმა შეაფურთხა. ამის შესახებ BBC წერს.

47 წლის ბელი მუჯინა თავდასხმის მსხვერპლი მუშაობის დროს გახდა. როგორც მისი მეუღლე იხსენებს, ქალთან მივიდა უცხო მამაკაცი, რომელმაც ჰკითხა, რას აკეთებდა სადგურზე. მას შემდეგ, რაც ქალმა უპასუხა, რომ ის მუშაობდა, კაცმა თქვა, რომ მას ვირუსი ჰქონდა და ქალს შეაფურთხა.

ქალი კორონავირუსის დადგენიდან 3 დღეში გარდაიცვალა.

ბელი მუჯინას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

კომენტარი