სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავადმყოფოში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

ავღანეთის დედაქალაქში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქაბულის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

საავადმყოფო, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100