სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოვიდინფექცია ჰქონდა თუ ინსულტით გარდაიცვალა? - ნახეთ, რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე გარდაცვლილზე

45 წლის ქალს, რომელიც გარდაიცვალა, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა და ინსულტით გარდაიცვალა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პაციენტს ვირუსზე პასუხი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი.

„ბოლოს წინა პაციენტი, ერთად-ერთი ახალგაზრდა. მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილთა 20%-იანტია 20-დან 64 წლამდეა. საქართველოში ეს იყო ერთად-ერთი სამწუხარო შემთხვევა, როცა 68 წელზე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. მას ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია, პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი. მაგრამ ჰქონდა დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი. ის გარდაიცვალა ინსულტით“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100