ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი მის მიერ გამოგონილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით გარდაიცვალა

ინდოეთის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი მის მიერვე გამოგონებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო CNA იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 47 წლის სივანესანია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შესაქმნელად აზოტის ოქსიდი და ნატრიუმის ნიტრატი გამოიყენა. წამალი მან თავისი ხელმძღვანელს, რაჯკუმარსაც დაალევინა. შედეგად, სივანესანი მის მიერ შექმნილმა პრეპარატმა იმსხვერპლა, რაჯკუმარი კი ძლიერი მოწამვლით საავადმყოფოში მოხვდა.

იდოეთში კოვიდინფექციის 62 939 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა - 2109, გამოჯანმრთელდა - 19 358.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი