სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა ზღვაში ჩავარდნილ 23 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ზღვაში ჩავარდნილ ვერტმფრენზე მყოფი ნატოს წვრთნების მონაწილე, 23 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. კანადური ვერტმფრენის ზღვაში ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამ ეტაპზე, ბორტზე მყოფ კიდევ 5 სამხედრო პირს ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში კანადის, იტალიისა და თურქეთის გემები, ასევე ბერძნული და ამერიკული ავიაცია მონაწილეობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წვრთნების დროს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100