სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიზრდება თუ არა ქვეყანაში პურის ფასი?

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, ფასის სტაბილურობისთვის შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

“ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ სოციალური ფონი მოსახლეობის რთულია კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში.

ამიტომ, ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასი ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა.

ეს გულისხმობდა ორ რამეს - ერთი დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში ხორბალს ეხება. ჩვენ მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ სუბსიდირება, არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100