4 დღის, 23 დღის, 5 წლის და 16 წლის ბავშვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ

ექიმები ამბობენ, რომ კორონავირუსით ძირითადად მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები კვდებიან, თუმცა, მსოფლიოში ბოლო დღეებია ბავშვების სიკვდილიანობის მატება შეინიშნება.

ბრაზილიის ქალაქ ნატალში გარდაიცვალა კორონავირუსის მქონე ოთხი დღის ბავშვი. ბავშვის დედა დაინფიცირდა და სწორედ დედისგან გამიჰყვა ახალშობილს ვირუსი.

ბავშვი ნაადრევად, ორსულობის 30-ე კვირაზე დაიბადა და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა 4 დღის განმავლობაში. ახალშობილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ფილიპინებზე, ქალაქ ლიპაში, ჩვილი, რომელიც კორონავირუსით დაიბადა, მხოლოდ 23 დღე იცოცხლა. ჩვილს, ამ შემთხვევაშიც დედისგან გადაედო ვირუსი.
საფრანგეთში, კორონავირუსით დაავადებული 16 წლის გოგონა გარდაიცვალა.
დედამისმა თქვა, რომ გოგონა არ განიცდიდა ქრონიკულ დაავადებებს და მანამდე არ უჩიოდა ჯანმრთელობის პრობლემებს.

და ამერიკა, სადაც ორი დღის წინ 5 წლის გოგონა, ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი