ჯანმო: COVID-19-ით ინფიცირებულ დედას შეუძლია ძუძუთი კვებოს ახალშობილი - ინსტრუქცია

COVID-19-ით ინფიცირებულ დედას შეუძლია ძუძუთი კვებოს ახალშობილი, თუ შესაბამის წესებს დაიცავს. ქალის რძე შეიცავს მნიშვნელოვან ანტისხეულებს და ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ახალშობილს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციებისგან იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

NCDC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის არსებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ ქალების რძეში, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID ან/და სხვა კორონავირუსული ინფექცია, როგორიცაა მაგალითად, მწვავე რესპირაციული სინდრომი SARs-CoV, ვირუსი არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ covid19-ით ინფიცირებულმა დედამ, ჩვილის ძუძუთი კვებისას, აუცილბელია პირის ღრუ და ცხვირი ნიღბით დაიფაროს, ასევე ბავშვთან შეხებამდე და მის შემდეგ ხელები დაიბანოს არანაკლებ 20 წამის განმავლობაში და მუმდივად გაწმინდოს ის ზედაპირები, რომელსაც შეეხება.

„COVID-19-ით ინფიცირებულ დედას შეუძლია ძუძუთი კვებოს ახალშობილი, თუ დაიცავს შესაბამის წესებს. ქალის რძე შეიცავს მნიშვნელოვან ანტისხეულებს და ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ახალშობილს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციებისგან. დედის რძის მნიშვნელობაზე ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის უამრავი ფაქტი მეტყველებს. დედის რძე, ასევე, ხელს უწყობს ბავშვის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან და ჭარბი წონისგან მომავალში.

რა საფრთხეს უქმნის ძუძუთი კვება ახალშობილებს, თუ დედას აქვს COVID-19? დღეისათვის, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, არ არის გამოვლენილი ქალის რძეში. თუმცა, რადგან დაავადება ახალია, ეს მტკიცებულებები ემყარება შეზღუდულ კვლევებს. მკვლევარები კვლავ აგრძელებენ ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი და რა რისკებს უქმნის ის ჩვილებს, რომელთა დედები არიან ინფიცირებული. ამ დროისთვის არსებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ ქალების რძეში, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID ან/და სხვა კორონავირუსული ინფექცია, როგორიცაა მაგალითად, მწვავე რესპირაციული სინდრომი SARs-CoV, ვირუსი არ არის. ჩინეთში, ვუჰანში ჩატარებულ კვლევაში, ექვსი პაციენტის, რომლებიც ორსულობის დროს დაინფიცირდნენ COVID-19-ით, რძის ნიმუშის (აღებული პირველი ლაქტაციის დროს) ტესტირების შედეგი ახალ კორონავირუსზე უარყოფითი იყო. თუმცა, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ამ შედეგების სანდოობაში, საჭიროა გაცილებით მეტი ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება. ძირითადად, ვირუსის გადაცემის ყველაზე დიდი რისკი მოდის დაინფიცირებული დედის ზედა სასუნთქი გზებიდან. როგორც აქამდე მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, დაავადება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში მძიმედ არ მიმდინარეობს.

როგორ უნდა ვმართოთ რისკი? ჯანმო-ს ამჟამინდელი რეკომენდაციით, COVID-19-ით ინფიცირებულ ქალებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ახალშობილების ძუძუთი კვება, მაგრამ მათ უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები, მათ შორის: 1. ბავშვის კვების დროს, აუცილებელია პირის ღრუს და ცხვირის დაფარვა ნიღბით. 2. ხელების დაბანა საპნით და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ბავშვთან შეხებამდე/კონტაქტამდე და მის შემდეგ. 3. მუდმივად გაწმენდა და დეზინფექცია იმ ზედაპირების, რომელთანაც ჰქონდათ შეხება ჩვილის დედასთან მჭიდრო კონტაქტი და ძუძუთი ადრეული და ექსკლუზიური კვება ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. იმ შემთხვევაში, თუ დედა COVID-19-ით ინფიცირებულია, მას თავისუფლად შეუძლია მჭიდრო კონტაქტი იქონიოს ჩვილთან, აიყვანოს ხელში, აჭამოს ..., ჰქონდეს სხეულებრივი კონტაქტი, იცხოვროს მასთან ერთად ერთ ოთახში. ... ჯანმო დედებს ურჩევს ჩვილები ძუძუთი გამოკვებონ პირველი 6 თვის განმავლობაში. ხოლო შემდგომ, ძუძუთი კვების პარალელურად ბავშვებს მისცენ ჯანსაღი საკვები 2 წლამდე.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც დედა ძალიან ავადაა იმისთვის, რომ ჩვილი ძუძუთი გამოკვებოს? თუ დედა COVID-19-ით მძიმედაა დაავადებული და უჭირს ძუძუთი კვება, უნდა გამოინახოს სხვა გზა. ჩვილს უნდა მიეწოდოს ხელოვნური საკვები ან დონორის რძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარი