"გავაცნობიეროთ რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს"

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში საკარანტინე ზომების შემსუბუქების გეგმის შესახებ განაცხადა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის ზომა ძალაში 3 მაისამდე დარჩება.

მერკელმა მოსახლეობას ტრანსპორტსა და მაღაზიებში დამცავი პირბადეების ტარებისკენაც მოუწოდა. საკარანტინე ზომები შესუსტდება ზოგიერთი ბიზნესობიექტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

გერმანიაში სულ 133 209 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, აქედან 3 592 გარდაიცვალა, 72 600 კი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს ვიდრე სამკურნალო საშუალება ან ვაქცინა არ შეიქმნება, მანამდე კი საჭიროა შევამსუბუქოთ დაწესებული აკრძალვები. მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ატარონ ნიღბები, განსაკუთრებით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთში კი, ავიამზიდ "შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე სამხედროს დაუდგინდა, მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა. სულ ქვეყანაში COVID-19-ის 150 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 17 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარი