სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

81 წლის იტორიკოსი შუაგულ აფთიაქში ბიზნესმენმა სცემა და მიიმალა - გათიშული მეცნიერი ტვინში სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ისტორიის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, 81 წლის ვლადისლავ ნაზაროვს დედაქალაქის ერთ-ერთ აფთიაქში.თავს დაეხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეტი" ავრცელებს.

ნაზაროვის თქმით, ინციდენტი მოსკოვის ცენტრში საღამოს მოხდა. მე –14 – მეჩვიდმეტე საუკუნეებამდე რუსეთის ისტორიის სპეციალისტი და დიდი რუსული ენციკლოპედიის 100 – ზე მეტი გამოცემის ავტორი კინაღამ აფთიაქის რიგში იმსხვერპლეს.

”შევეცადე ავუხსენი, რომ ჩემი ჯერი იყო, რომ ჯერ რიგში მე ვიდექი… მერე უკვე აღარაფერი მახოვს, წამიერად ყველაფერი დაბნელდა”- განაცხადა მეცნიერმა.

დაცემის შედეგად, ვლადისლავ ნაზაროვმა თავი დაარტყა მოპირკეთებულ იატაკზე. მამაკაცი საავადმყოფოში ტვინში ცერებრული სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. ის 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ნეიროქირურგიის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დამნაშაავე ადგილიდან მიიმალა.

ამჟამად მეცნიერის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის შესახებ ჯერ საუბარი არ არის.

სამართალდამცავებმა ნაცემი ისტორიკოსზე თავდამსხმელის კვალს მიაგნეს. იგი დიდი ინვესტიციისა და სამშენებლო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა. ნაზაროვის თქმით, მან უკვე შეიტანა საჩივარი პოლიციაში.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100