სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"33 კორონავირუსით გარდაცვლილი ჰყავთ და მალავენ"

"33 კორონავირუსით გარდაცვლილი ჰყავთ და მალავენ"- ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა ინფორმაციას ბელორუსიის შესახებ.

ოფიციალური მონაცემებით, 14 აპრილის მდგომარეობით, ბელორუსში COVID-19- ით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა და არც დაიღუპება.

ბელორუსიის ლიდერის თქმით, ადამიანი კვდება მხოლოდ ქრონიკული დაავადებებისგან, ხოლო COVID-19 უბრალო მისტიკაა, რომელიც ეხმარება დაავადებების განვითარებას ორგანიზმში.

ლუკაშენკომ მოუწოდა იმ ბელორუსელებს, რომლებმაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, რომ არ ინერვიულონ.

”ჩვენს ქვეყანაში კოროვირუსებიდან არავინ არ მოკვდება. ამას საჯაროდ ვაცხადებ. ეს არის ჩემი მტკიცე სიტყვა”- განაცხადა მან ხაზგასმით.

მანამდე, COVID-19-ით დაღუპულთა შესახებ, ლუკაშენკომ განმარტა, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ვირუსი სულაც არ ყოფილა.

ბევრი ბელორუსიელი ადამიანისთვის ლუკაშენკოს განცხადებები არასერიოზული აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში მათ ფლეშმობიც კი გამართეს, რომელიც ირონიულად და დამცინავად იყო მიმართული ლუკაშენკოს მისამართით.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100