სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სწრაფი ტესტები რეკომენდებული არ არის - ქართველი მეცნიერი ამერიკაში

ქართველი მეცნიერი, თამთა სამხარაძე, რომელიც ამერიკაშ მუშაობს, ნიუ იორკში არსებულ ეპიდვითარების შესახებ საუბრობს. ის იმ მეთოდებს განმარტავს, რომელსაც ამერიკაში COVID-19-ის დადგენისთვის, ყველაზე აქტიურად მიმართავენ.

თამთა სამხარაძე ამბობს, რომ თადაპირველად დადებითი შედეგი პაციენტების 30%-ში ვლინდებოდა, თუმცა რაოდენობამ მომდევნო დღეებში მკვეთრად მოიმატა.

"ჩვენმა ლაბორატორიამ მალევე დაიწყო PCR მეთოდის გამოყენება COVID-19-ის დასადგენად. თავდაპირველად, დადებითი შედეგი იყო დაახლოებით 30%-მდე, შემდეგი დღეების განმავლობაში მოიმატა ძალიან ზღვარი იყო 63% დადებითი შედეგის, ნელ-ნელა დაწია. ველოდებით, რომ პროგრესირება იქნება დადებითი შედეგების," - განაცხადა თამთა სამხარაძე.

თამთა სამხარაძე ამბობს, რომ ლაბორატორიაში, სადაც თავად არის დასაქმებული, სწრაფ ტესტებს არ გამოიყენებენ. მისი თქმით, სწრაფი ტესტების გამოყენება პირველადი დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებული არ არის.

"ოქროს სტანდარტი ნიუ იორკში და ვფიქრობ, მთელს მსოფლიოში არის PCR-ის მეთოდი, რომელიც უშუალოდ ახდენს ვირუსის გენეტიკური მასალის გამოყოფას და დაავადების პირველ ეტაპზე, აუცილებელია PCR-ის მეთოდის გაკეთება, რადგან მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტირება,“ - განაცხადა თამთა სამხარაძემ.

თამთა სამხარაძე იმ რეკომენდაციების შესახებ საუბრობს, რომელიც ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს.

"მნიშვნელოვანია ვირუსის სწორად, დროულად გამოვლენა და სათანადო მკურნალობა. ჯერჯერობით, ამერიკაში რეკომენდაციები რჩება იგივე - დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, სახლში დარჩენა. ჯერჯერობით, ამერიკაში არანაირი ახალი რეკომენდაციები არ არის მოწოდებული," - ამბობს თამთა სამხარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100