სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი დღის წინ იმშობიარა და ახლა კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა - ნახეთ, რა მოხდა ზუგდიდში

ზუგდიდში COVID-19-ზე ანალიზი აუღეს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც საკეისრო კვეთით ბავშვი ორი დღის წინ გააჩინა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, რომ ქალს საკეისრო კვეთის შემდეგ ცხელება განუვითარდა და ბრონქო-პნევმონია დაუდგინდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს ეპიდემიოლოგიური ანამნეზი დატვირთული არ აქვს და არავისთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით მისი ბიოლოგიური მასალა უკვე აიღეს.

ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100