სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვინც უძლურებაშია და ვისაც შიში აქვს, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება"

როგორც აქამდე, ახლაც ყელაფერს ვასრულებთ იქნება ეს დისტანციის დაცვა, თუ ხატების ხშირი წმენდა. სტიქაროსნებიც ერთჯერადი ჭიქებით არიგებენ სიტკბოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა.

სასულიერო პირის თქმით, ვინც უძლურებაშია და შიში აქვს ეკლესიაში მისვლის, შეუძლია სახლში დარჩეს.

„საპატრიარქოს ერთგვარი მოწოდებაც იყო, რომ ვინც უძლურებაშია და ვისაც შიში აქვს, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება. ყველა ადამიანს მაინც ექნება შესაძლებლობა, რომ დისტანციის და ნორმების დაცვით, მოვიდნენ და მოილოცონ“ - განაცხადა არქიმანდრიტმა, იოანა მჭედლიშვილმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100