სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა თურქეთში ოშკისა და ხახულის საქართველოსთვის გადმოცემა მოითხოვა

ამის შესახებ ილია მეორემ კვირას, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც თურქეთში ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს ეხება. "როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომ გადაეცეს იმ ერს თურქეთში მდებარე ტაძრები, რომლებიც მათ საკუთრებაშია. უკვე გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსეთს, თუმცა, ჩვენთვის ჯერ არ გადმოუციათ. მე გავუგზავნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს და ვითხოვდით, რომ ოშკი, ხახული და სხვა ტაძრები უნდა ყოფილიყო გადმოცემული საქართველოსთვის“,- აღნიშნა ილია მეორემ, რომელმაც თურქეთის ხელისუფლებას წერილით, სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე ყოფნისას მიმართა. „გვიპასუხეს, რომ წერილი განხილვის პროცესშია, მაგრამ მე დავავალე ელჩს და კონსულს, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ", - განაცხადა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100