სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად..." - გიორგი გახარია

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის სრული მზაობის შემოწმება დაავალა.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1 200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100