სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა კატასტროფა არ არის" - მარინა ეზუგბაია

148 ინფიცირებული არ არის დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკლისების გარეშე. როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაის თქმით, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია და ნორმაში ეტევა და კატასტროფა არაა.„ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია ასე დავამათავრებთ“- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოში 40 პაციენტს მკურნალობენ.

„დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ამ შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრში და ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვად დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში. სხვა პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია. ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. მიმდინარეობს დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100