სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატანებთან ორი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ნატანების რკინიგზის სადგურთან გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე ორი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ერთი შემადგენლობა შაქრით, მეორე კი ინერტული მასალებით იყო დატვირთული. სავარაუდოდ, შეჯახება ერთ-ერთი მემანქანის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელმაც წითელ შუქნიშანზე არ გააჩერა. ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა. დაშავდა სამი ადამიანი - სამივე დაცვის პოლიციის თანამშრომელია, რომლებიც შაქრით დატვირთულ შემადგენლობას აცილებდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მონაკვეთზე დილამდე შეჩერებული იყო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, თუმცა, ამ დროისთვის მიმოსვლა აღდგენილია. ავარიის ადგილას, ლიანდაგის გასწვრივ, ასეულობით კგ შაქარია მიმოფანტული, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100