ქვეყანაში უკვე 110 ინფიცირებული გვყავს

ქვეყანაში უკვე კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ცოტა ხსნი წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა დასრულდა.

"ქვეყანაში უკვე 110 ინფიცირებული გვყავს. აქედან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. იზოლაციაში კი 4995 ადამიანია," - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარი