სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100