ქსენია სობჩაკის დედა covid 19-ის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - იმავე საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციით მომღერალი ლევ ლეშჩენკო და მისი მეუღლე არიან მოთავსებულნი

ლუდმილა ნარუსოვას კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, გამოკვლევის შედეგების თანახმად, მას დაუდგინდა პნევმონია. ამის შესახებ მისმა შვილმა, ქსენია სობჩაკმა განუცხადა ჟურნალისტებს:

”ტესტის შედეგი უარყოფითია. დიაგნოზი არის პნევმონია. უფ ამოვისუნთქეთ... იზრუნეთ თქვენს მშობლებზე!"- თქვა მან.

როგორც საიტი kp.ru იტყობინება, ხუთშაბათს, 26 მარტს, დილით, , ქსენია სობჩაკის დედა კორონავისის სიმპტომებით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და მისი მეუღლე, ირინა ბაღდინა, იმავე საავადმყოფოში, სავარაუდოდ, კორონავირუსული ინფექციით მოხვდნენ.

კომენტარი