სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალ პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100