შეიცვლება თუ არა ზიარების წესი და როგორ ჩატარდება საღვთო ლიტურგია აღდგომის ღამეს?

შეიცვლება თუ არა ზიარების წესი და როგორ ჩატარდება საღვთო ლიტურგია აღდგომის ღამეს - საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან


რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ COVID-19-ის წინააღმდეგ - ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომის გამართვისთვის ემზადებიან.

სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შეკრება უკვე დაიწყეს, სხდომა კი 12:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც COVID19-ს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმსჯელებენ, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს წინა სააღდგომო პერიოდში და როგორ ჩატარდება საღვთო ლიტურგია აღდგომის ღამეს.

გარდა ამისა, სასულიერო პირები შექმნილი ვითარების ფონზე ზიარების წესსა და ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაზეც ისაუბრებენ. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

პარალელურად, საპატრიარქოს შესასვლელთან, შენობაში შემსვლელ ყველა პირს ტემპერატურას უზომავენ.

კომენტარი